|
2023-11-28 10:36:53, 561 ნახვა
საზოგადოება
Data Bootcamp-ის რჩეული მონაწილეები „თიბისიში“ გადიან გადამზადებას
ტექნოლოგიური პროექტის Data Bootcamp მონაწილეები, „თიბისიში“, Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების კურსს გადიან. გურჯაანის, ზუგდიდის და ბათუმის Data Bootcamp-ის 15 რჩეული მონაწილე, ორი კვირის განმავლობაში, „თიბისის“ პროფესიონალ ჯგუფთან ერთად, მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობს. ეცნობიან მუშაობის პრინციპებს და სპეციფიკას, ერთვებიან ინტენსიურ პრაქტიკულ სამუშაოებში და სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით მონაცემების ანალიზს სწავლობენ. „მონაცემთა მეცნიერება, მონაცემთა ინჟინერია და მონაცემთა ანალიტიკა ეს ის პროფესიებია, რომლებიც დღეს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ძალიან მოთხოვნადია. მიუხედავად დიდი მოთხოვნისა, ჩვენს ბაზარზე, ამ სფეროს პროფესიონალების ნაკლებობაა. ამიტომ, „თიბისისთვის“, როგორც ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ჩაერთოს ისეთ პროექტებში, რომლებიც ახალგაზრდებს, პატარა ასაკიდან ეხმარება ამ დარგის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. სწორედ ასეთი პროექტია - Data Bootcamp. ჩვენი მიზანია, ამ ძალიან ნიჭიერ და მონდომებულ ახალგაზრდებს გაუღრმავოთ ცოდნა და ვასწავლოთ პრაქტიკით. ასევე, დავანახოთ, რომ „თიბისი“ არის ადგილი სადაც საკუთარი ცოდნის სრულ რეალიზებას შეძლებენ“, - აცხადებს ნუცა აბაზაძე, „თიბისის“ სტრატეგიული პროექტების მენეჯერი მონაცემთა ანალიზის და მართვის დეპარტამენტში. Data Bootcamp-ი ტექნოლოგიური პროექტია, რომელიც „თიბისის“ განათლების პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით ხორციელდება. პროექტში მონაწილეობდნენ, 15 წელს ზევით, პროგრამირებაში გამოცდილი და Data Science-ით დაინტერესებული პირები. Data Bootcamp-ის მონაწილეებმა, მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე გაიარეს ტრენინგები და მენტორშიფ სესიები ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით; ისწავლეს იდეების სწორი და თანმიმდევრული გენერირება, ასევე, დაეუფლნენ წარმატებული Pitching-ის ტექნიკებს. Data Bootcamp-ებმა სტარტი გურჯაანის ტექნოპარკში აიღო და ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ, 30 ნოემბერს, თბილისის ტექნოპარკში დასრულდება. თბილისის Data Bootcamp-ის რჩეული მონაწილეებიც „თიბისიში“, Data Academy-ის ფარგლებში გაივლიან გადამზადებას.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)