|
2023-11-22 17:41:25, 695 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ იდეათეკები უკვე საქართველოს 8 რეგიონის 20 სკოლაში ფუნქციონირებს
ფერადი და ნათელი სივრცე მეტი შემეცნებისთვის, ლიტერატურის სამყაროში მოგზაურობისთვის და ახალი აღმოჩენებისთვის - ეს „საქართველოს ბანკის“ იდეათეკაა. რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის შექმნილი სივრცე, რომელიც მოსწავლეების აძლევს წვდომას მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებსა და საბაზისო STEM განათლების მისაღებად აუცილებელ რესურსებზე. „საქართველოს ბანკის“ იდეათეკის მთავარი მისია ბანკის მთავარ ღირებულებას ეფუძნება - შექმნას განათლების შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, ხელი შეუწყოს მათ გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. „საქართველოს ბანკში“ ჩვენ გვჯერა ახალგაზრდების, მათი შესაძლებლობების და იმის, რომ განათლება ქმნის უკეთეს მომავალს. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, მივცეთ სკოლის მოსწავლეებს წვდომა შემეცნებით რესურსებზე, რომელიც დაეხმარება მათ, სამყაროს უკეთ შეცნობაში, მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებასა და კითხვის შეყვარებაში. სწორედ ასე დაიბადა „საქართველოს ბანკის“ იდეათეკების შექმნის იდეა - სივრცის, რომელიც გარკვეულ როლს ითამაშებს ბავშვების უკეთესი მომავლის განხორციელების პროცესში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი. 2019 წელს „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით და პარტნიორების ხელშეწყობით პირველი იდეათეკა შეიქმნა. ახლახანს კი ბანკმა რიგით მეოცე იდეათეკა ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში გახსნა. დღეს მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე საქართველოს 8 რეგიონის 20 სკოლაში ფუნქციონირებს, რომელიც 10 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. თავდაპირველად, იდეათეკების მიზანს საზღვრისპირა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენდა. ასე გაიხსნა 10-მდე იდეათეკა. თუმცა, ბავშვებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად, „საქართველოს ბანკის“ გუნდის მისია კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. შედეგად, ბანკის მიზანი ახლა საქართველოს რაც შეიძლება მეტი რეგიონის, მეტი სკოლის მოცვაა. „საქართველოს ბანკის“ იდეათეკები უკვე ფუნქციონირებს ხურვალეთის, დიცის, ფოთის, პანკისის, ზემო ნიქოზის, ახალქალაქის, ოზურგეთის, ამბროლაურის, ჯვრის, ჩოხატაურის, ნაბეღლავის, ერისიმედის, ლამბალოს, უდაბნოს, საბათლოს, თბილისის, მუხრანის, ზუგდიდის, შინდისის და ბოლნისის სკოლებში. წლის ბოლომდე მათ რიცხვს კი კიდევ რამდენიმე იდეათეკა შეემატება. „საქართველოს ბანკში“ კარგად გვესმის განათლების მნიშვნელობა და მისი როლი უკეთესი, უფრო ნათელი მომავლის შექმნის პროცესში. მისი მთავარი განმახორციელებელი კი ახალგაზრდები არიან. ჩვენ ერთგვარად ამბიციური მიზანი გვამოძრავებს - რაც შეიძლება მეტ მოსწავლეს მივცეთ წვდომა განათლების, შემეცნების და ახალი აღმოჩენებისთვის საჭირო თანამედროვე რესურსებზე. სწორედ ამიტომ, თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნისგან შემდგარი მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, კომპიუტერებით, პროექტორებით და STEM კუთხით - ადგილით, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ STEM მეცნიერების საფუძვლებს. ჩვენი გუნდის და პარტნიორების ძალისხმევის შედეგად, უკვე საქართველოს 8 რეგიონის 20 სკოლის 10 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს წვდომა იდეათეკის ფერად სივრცეზე. მათგან მიღებული უკუკავშირი კი გვიბიძგებს, არ გავჩერდეთ, კიდევ უფრო მეტ სკოლაში გავხსნათ იდეათეკა და უფრო მეტ ახალგაზრდას შევუწყოთ ხელი, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე. ინფორმაციისთვის, იდეათეკების პროექტი „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით ხორციელდება. ამ პროცესში კი ქართული წიგნის ინსტიტუტი აქტიურად მონაწილეობს, რომელიც ბანკისგან მიღებული დაფინანსებით იდეათეკის სივრცეს ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს და ლოგისტიკურ პროცესებში არის ჩართული.
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)