07:28 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 17:37:44, 568 ნახვა

ირაკლი შოთაძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ჭინკორაშვილი და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირანდა მელქაძე ესწრებოდნენ.
 
"დელეგაციის წევრებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსაზრების მომზადების მიზნით, ამ უწყების საქმიანობაში პროკურატურის როლის შესახებ გენერალური პროკურორისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
 
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვენეციის კომისიის თანამშრომლობის საკითხებიც.

შეხვედრის დასასრულს, გენერალურმა პროკურორმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics