|
2023-11-17 13:21:17, 545 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - 2012 წელს ჩვენ გვქონდა სულ 12 იუსტიციის სახლი, 2024 წლის ბოლოს კი, 131 იუსტიციის სახლი გვექნება
ქალაქ ზესტაფონში იუსტიციის სახლის 118-ე ფილიალი გაიხსნა, რომელიც ყველა სტანდარტს შეესაბამება და ზესტაფონის ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა. "იუსტიციის სამინისტრო, როგორც მოგეხსენებათ, მუშაობს მრავალი მიმართულებით და წარმოგიდგენთ თითოეულს ამ მიმართულებებიდან. პირველი ეს არის სერვისების განვითარება და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ იუსტიციის სახლი იყოს ყველა მუნიციპალიტეტში. ამ მიზნით ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გავხსენით 118-ე იუსტიციის სახლი ზესტაფონში, რომელიც შეესაბამება ყველა სტანდარტს და რა თქმა უნდა, გაუწევს მომსახურებას ჩვენს მოსახლეობას",- თქვა ბრეგაძემ. მისივე განცხადებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დაგეგმილია იუსტიციის სახლების მშენებლობა, რომლებიც 2024 წელს დასრულდება. "დავიწყეთ მშენებლობა ხაშურის, სამტრედიის, თერჯოლის და ახმეტის იუსტიციის სახლები და მოსახლეობა ამ მუნიციპალიტეტებშიც მიიღებს იმ მომსახურებას, რომელსაც მიჩვეულია იუსტიციის სახლებში. ეს იუსტიციის სახლები გაიხსნება 2024 წელს. უახლოეს მომავალში დაიწყება იუსტიციის სახლის მშენებლობა მცხეთის, საგარეჯოს, ხელვაჩაურის, ცაიშის, ზოტის, ტოლების, შროშის და გლდანის, საჩხერის და ასევე, ბათუმის მეორე ფილიალის იუსტიციის სახლები",- თქვა ბრეგაძემ. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მშენებლობების დასრულების შემდგომ მომხმარებელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 131 იუსტიციის სახლი მოემსახურება. „შევახსენებ საზოგადოებას, რომ 2012 წელს ჩვენ გვქონდა სულ 12 იუსტიციის სახლი და 2024 წლის ბოლოს ჩვენ გვექნება 131 იუსტიციის სახლი", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)