|
2023-11-15 11:36:28, 643 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი საბურთალოს რაიონში განხორციელდება
ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, გამრეკელის I შესახვევის N6-ში მდებარე კორპუსის დემონტაჟი იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, იგივე შესყიდვა წლის ბოლომდე ვარკეთილის მე-3 მასივის მე-4 კვარტალში მდებარე N6 კორპუსის ჩანაცვლების მიზნით გამოცხადდება. „დედაქალაქში ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივში, კერძოდ, მე-7 კვარტალის N12 კორპუსის კედლების მოჩარჩოება დასრულებულია მე-4 სართულამდე, მე-7 სართულზე კი მიმდინარეობს გადახურვის ფილის მოწყობის სამუშაოები. ასევე, მე-3 მასივში, კალოუბნის N18-ში აქტიურ ფაზაშია საძირკვლის მოწყობის სამუშაოები“, - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება 12 მისამართზე, ხოლო წლის ბოლომდე ტენდერი დამატებით 10-მდე მისამართზე გამოცხადდება. „პროგრამის ფარგლებში, ჯამურად, დაახლოებით, 100-მდე მისამართიდან ფიქსირდება მომართვიანობა და თითოეულ მისამართზე მიმდინარეობს მესაკუთრეების მოთხოვნისა და რეგისტრირებული მონაცემების შესწავლა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ N55 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლითაც დასაშვებად მიიჩნია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით განსახორციელებული გამარტივებული შესყიდვა გათავისუფლდეს ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ანგარიშსწორების იმპერატიული მოთხოვნისგან. გარდა ამისა, თბილისის მერმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა. „მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მომდევნო დღეების განმავლობაში სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდეს. სიახლეების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდეთ, რომ უფრო მეტი კომპანია ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში“, - დასძინა კალაძემ.
ზელენსკი: ბელგიასთან წლის ბოლომდე სამი F-16-ის გადაცემის შესახებ შეთანხმება არსებობს
The Atlantic: ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების იდეას პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ
DataIQ-მ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკის, AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
უკიდურესად მიუღებელია - ზვიადაძე ირანის ელჩის განცხადებაზე
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)