19:44 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 13:40:44, 713 ნახვა

საზოგადოება
Capture the Flag — „თიბისის“ მასშტაბური ღონისძიება ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე

​„თიბისიმ“ შიდა ტექ-გუნდისთვის კომპანიაში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებისა და გაუმჯობესების მიზნით, წლის პირველი Capture the Flag გამართა. ღონისძიება კიბერუსაფრთხოებასთან ეფექტურად ბრძოლისა და თანამშრომლებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. „თიბისის“ ჯგუფთან ერთად მონაწილეობდნენ ფეიმის, თინეთისა და სფეისის გუნდის წარმომადგენლები. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობდა, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც ონლაინ ისე ადგილზე ჩართულიყვნენ.

"დღესდღეობით, როდესაც ფაქტობრივად უკვე ნელ-ნელა უამრავი სერვისის გაციფრულება ხდება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს სისტემები იყოს დაცული. ამიტომ აუცილებელია, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს, იქნება ეს დეველოპერი, ადმინისტრატორი თუ სხვა, გააზრებული ჰქონდეთ პროგრამისა და სისტემის უსაფრთხოება, რადგან ერთმა პატარა შეცდომამაც კი შეიძლება კომპანია ძალიან დიდი რეპუტაციული თუ ფინანსური რისკის წინაშე დააყენოს",- განაცხადა გუჯა მარკოზაშვილმა, „თიბისის“ შეღწევადობის ტესტირების სპეციალისტმა.

„თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება კიბერუსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას და ამაზე აქტიურად მუშაობს. კომპანია არაერთი სახის სისტემას აერთიანებს, რაც თავისთავად გულისხმობს ტექნოლოგიურ მრავალფეროვნებას. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ღონისძიებები თანამშრომლებს დაეხმარება იყვნენ მეტად პროდუქტიულები და აქტიურად ჩაერთონ ყოველდღღიურ საქმიანობაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტო - საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
ზელენსკი: ბელგიასთან წლის ბოლომდე სამი F-16-ის გადაცემის შესახებ შეთანხმება არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics