|
2023-11-11 17:42:09, 931 ნახვა
საზოგადოება
მხატვრული ფილმის გადაღებების გამო, აღმაშენებლის გამზირის ნაწილსა და ია კარგარეთელის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
„სტუდია-99“ საქართველოში სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს იღებს. ქართულ-უცხოური პროექტი პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს, ბულგარეთის, გერმანიის კინოცეტრებისა და საფრანგეთის „ევრიმაჟის“ ხელშეწყობით, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი გადაღებების გამო, 12, 19 და 26 ნოემბერს დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილსა და ია კარგარეთელის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, 12 ნოემბერს, 07:00-დან 14:00 საათამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას მიხეილ წინამძღვრიშვილის, გიორგი ტოვსტონოგოვისა და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ. "19 ნოემბერს, 07:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის გამზირისა და კარგარეთელის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირისა და ტოვსტონოგოვის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება. აღნიშნულ პერიოდში მძღოლები კარგარეთელის, წინამძღვრიშვილის, ტოვსტონოგოვისა და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრავებენ. რაც შეეხება 26 ნოემბერს, 09:00-დან 17:00 საათამდე, მოძრაობა აღმაშენებლის გამზირისა და კარგარეთელის ქუჩის კვეთიდან კარგარეთელისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება. შესაბამისად, ავტომობილები აღმაშენებლის გამზირისა და კარგარეთელის ქუჩის კვეთიდან გადაადგილებას აღმაშენებლის გამზირსა და ტოვსტონოგოვის ქუჩის საშუალებით შეძლებენ. დროის აღნიშნულ მონაკვეთში კერძო ავტომანქანების მძღოლები ასევე, იმოძრავებენ წინამძღვრიშვილის ქუჩიდან ტოვსტონოგოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი მოძრაობის სქემა არ შეიცვლება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)