|
2023-11-09 22:35:34, 758 ნახვა
საზოგადოება
სუს-ის წარმომადგენელი - ლევან დოთიაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობის თვითმხილველია - იგი მოწმის სტატუსით გამოიკითხება
გიდასტურებთ, ლევან დოთიაშვილს სახის არეში აღენიშნება დაზიანება. როგორც თავად განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონოდ დაკავების დროს, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ანთაძის თქმით, ლევან დოთიაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობის თვითმხილველია და იგი მოწმის სტატუსით იქნება გამოკითხული. "რამდენიმე წუთის წინ ცენტალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი. ეს მოხდა რამდენიმე წუთის წინ და არ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გვესაუბრა მასთან. თუმცა, გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება და როგორც მან განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს... უკანონო დაკავების დროს მას მიაყენეს დაზიანება სახის არეში. რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს. მოგეხსენებათ, ბატონი ლევანი გახლავთ ამ მკვლელობის თვითმხილველი და იგი იქნება გამოკითხული მოწმის სტატუსით. როგორც მოგეხსენებათ, აღძრულია მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას და ამ საკითხებზე განცხადებები გაკეთდება მოგვიანებით", - განაცხადა ანთაძემ. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, "ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე". შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)