21:25 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 16:11:33, 1279 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე „თიბისის“ ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით არის შესაძლებელი

საქართველოს 10 დიდი ქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტში უკვე შესაძლებელია "თიბისის" ბარათებით მგზავრობა,  ქალაქების ჩამონათვალს ბათუმი, ზუგდიდი და რუსთავი დაემატა.

მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია, როგორც ფიზიკური ბარათით, ასევე ციფრული საფულის მეშვეობით. "თიბისის" ბარათებზე გადახდის ფუნქციონალის დამატებით გააქტიურება საჭირო არ არის, ბარათებით საფასურის გადახდას პირდაპირ შეძლებთ.

"თიბისის" მისიაა გაამარტივოს ადამიანების ცხოვრება. სამი ახალი ქალაქის დამატება, მომხმარებლებს უმარტივებს ქალაქში გადაადგილების შესაძლებლობას და მეტად კომფორტულს ხდის მგზავრობის გამოცდილებას.

"თიბისის" მომხმარებლებს საქართველოს სხვა ქალაქებში, როგორებიცაა თბილისი, ქუთაისი, გორი, ფოთი, თელავი, ბაკურიანი და ბორჯომი მგზავრობის საფასურის გადახდა აქამდეც შეეძლოთ "თიბისის" ნებისმიერი ბარათით ან ციფრული საფულით.  

იმგზავრეთ "თიბისის" ბარათებით ახლა უკვე ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში. დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე - https://link.tbc.ge/3GKKH8Y.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics