|
2023-10-31 12:56:56, 660 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - დედაქალაქის მერია არის თანმიმდევრული - რა გეგმებიც გვაქვს დასახული, ყველაფერი ეტაპობრივად შესრულდება
არ ვფიქრობ, რომ ხაბეიშვილს აქვს აზროვნების დიდი შესაძლებლობა, ამიტომ, საზოგადოებისთვის ვამბობ: დედაქალაქის მერია არის თანმიმდევრული და რა პროექტებიც გვაქვს წარმოდგენილი, ყველა მათგანი ეტაპობრივად შესრულდება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქში შექმნილი საცობები გამოწვეულია გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განუხორციელებლობით, რომელთა შორისაა „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობა. „რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, ყველა მათგანი იქნება განხორციელებული. ყველა პროექტს აქვს თავისი ეტაპები. ხედავთ, რომ ორი დიდი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს ქალაქში - ერთი არის უნივერსიტეტის ქუჩაზე, რომელზეც მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია, მეორე - კი წერეთლის გამზირზე. შესაბამისად, ხედავთ, როგორი მდგომარეობაა, როგორ ჭირს გადაადგილება დედაქალაქში. როგორ წარმოგიდგენიათ, დღეს რომ „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორია იყოს გადაკეტილი და იქ მიმდინარეობდეს სამუშაოები, რა სიტუაცია იქნებოდა ქალაქში? მე ხაბეიშვილზე დიდი წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს და არც იმას ვფიქრობ, რომ მას აზროვნების დიდი შესაძლებლობა აქვს, ამიტომ, ამას საზოგადოებისთვის ვამბობ: დედაქალაქის მერია არის თანმიმდევრული - ჩვენ რა გეგმებიც გვაქვს დასახული, რა პროექტებიც გვაქვს წარმოდგენილი, ყველაფერი ეტაპობრივად იქნება შესრულებული. ცხადია, ამასთანავე გვიწევს გარკვეული შეზღუდვები, რადგან ერთობლივად ამხელა სამუშაოების წარმოება შექმნის უდიდეს პრობლემას დედაქალაქში, მაგრამ ეს ეხება არა მხოლოდ კერძო ავტომობილების გადაადგილებას, არამედ პრობლემას უქმნის საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. ამიტომ ვცდილობთ, რომ ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 2-3 პროექტი იქნას განხორციელებული, რათა ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)