|
2023-10-30 17:46:12, 702 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს ახალ ელექტრონულ სერვისს - „მიწაზე ქონების გადასახადის გამომთვლელს“ სთავაზობს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს, გადასახადის გადამხდელებისთვის ახალი ელექტრონული სერვისების შეთავაზებას და მიწის გადასახადის ოდენობის დადგენის მიზნით, ახალ ელექტრონულ სერვისს - „მიწაზე ქონების გადასახადის გამომთვლელს“ სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, სერვისით სარგებლობისას საკმარისია მომხმარებელმა საძიებო სისტემის შესაბამის ველებში შეიყვანოს ინფორმაცია მიწის ტიპის, მდებარეობის, ფართობის შესახებ და გაააქტიუროს ღილაკი „გამოთვლა“. „დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმული: აქვე შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს შეახსენებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2023 წლის წლიური (2022 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია მიმდინარე წლის 1 ნოემბრის ჩათვლით და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი 15 ნოემბრის ჩათვლით. ქონების გადასახადის გადახდა ხორციელდება ერთიან სახაზინო კოდზე - 101001000. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1106 https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1 ვიდეო ინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=O0VPEQQ61LU სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სერვისით „RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ სატელეფონო ცენტრს 2 299 299. დღეის მონაცემებით, 170 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნა, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)