|
2023-10-26 16:23:19, 539 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ახლადშექმნილი დეპარტამენტისთვის განკუთვნილი შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, პოლიციის ახლადშექმნილი დეპარტამენტისთვის განკუთვნილი შენობა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო. ვახტანგ გომელაურმა შენობა პირველ მოადგილესთან - შალვა ბედოიძესთან, მოადგილეებთან: იოსებ ჭელიძესთან, გიორგი ბუთხუზთან, ალექსანდრე დარახველიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას, ასევე დაესწრნენ და პოლიციის ახალი შენობა დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - პაპუნა მარგველიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა - გოჩა ენუქიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა - ზვიად მხეიძემ. "პოლიციის ახალი შენობის დათვალიერების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან დარახველიძე წარადგინა. მინისტრმა მას წარმატებები უსურვა. ლევან დარახველიძეს ამ დრომდე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საპოლიციო საქმიანობის, დანაშაულის პრევენციის, რეგიონში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელება და მოქალაქეებისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნის შედეგად რეგიონს 130-მდე საშტატო ერთეული დაემატება. ადგილზე დასაქმებული სამართალდამცველები 4 მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს მოემსახურებიან. პოლიციის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლებაა, რომლის ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, საქართველოს მასშტაბით, ბოლო წლებში, პოლიციის არაერთი ახალი შენობა გაიხსნა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინიტრო ავრცელებს.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)