|
2023-10-25 12:03:28, 560 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ Seamless Europe 2023-ზე მიიღო მონაწილეობა
"საქართველოს ბანკი" როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად ბანკი გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის ღონისძიებას, Seamless Europe 2023 - ს შეუერთდა. მსოფლიოს მასშტაბით მიწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ "საქართველოს ბანკის" წარმომადგენელები :
Seamless Europe 2023 ბერლინში გაიმართა და მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 5,000 -ზე მეტი მოწვეული სტუმარი, 350 სპიკერი და 200 გამოფენის მონაწილე გააერთიანა. მათ შორის, ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა : DEUTSCHE BANK , J.P. MORGAN, EBAY , COCA-COLA, ADIDAS, FARFETCH, PORSCHE, UBER და სხვა. „მოხარულები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში და ფართო აუდიტორიისთვის გაგვეცნო ის ციფრული ინოვაციები და ტექნოლოგიები, რომელიც "საქართველოს ბანკში" წარმატებით დავნერგეთ და უახლოეს მომავალში დავნერგავთ. ღონისძიებაზე, პანელური დისკუსიის ფორმატში, ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე როგორიცაა : ციფრული ინოვაციები, მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილება, ფინანსური სისტემების მომავალი - AI - ისა და ML -ის როლი ფინანსურ სერვისებში და სხვა., ასევე საშუალება გვქონდა პრეზენტაციის სახით წარგვედგინა ბანკის ახალი პლატფორმა - ბიზნეს მენეჯერი და გვესაუბრა, თუ როგორ შეუძლიათ ბანკებს გადახდების მონაცემებისა და ციფრული საბანკო ეკოსისტემების გამოყენება, სავაჭრო და საცალო მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად“,- განაცხადეს საქართველოს ბანკის" წარმომადგენლებმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)