|
2023-10-20 18:43:01, 566 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს. ღონისძიების მიზანი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის როლზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე მსჯელობა და ამ მიმართულებით, არსებული გამოცდილების გაზიარებაა. კონგრესზე სიტყვით გამოვიდა ზურაბ აზარაშვილი. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო, სულ უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურისა და აპლიკაციების განვითარებაში, რაც საშუალებას აძლევს ქვეყანას, გამოიყენოს ციფრული გადაწყვეტილებები, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, ჯანდაცვის დიგიტალიზაცია, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. „ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ, ჩამოაყალიბა კარგად ფუნქციონირებადი ციფრული სისტემები, რომლებიც მხარს უჭერს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების ოპერირებას. აღნიშნული სისტემები საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ სერვისის ეფექტური მოდელები დაავადების პრევენციის, გამოვლენისა და მკურნალობისთვის. ჩვენ, ვგეგმავთ, გამოვიყენოთ ციფრული ტექნოლოგიები პირველადი ჯანდაცვის დონეზე, კლინიკური შემთხვევების მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად, პირველადი და მეორადი ჯანდაცვის პროვაიდერების ურთიერთდაკავშირების მიზნით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, ტელემედიცინის პლატფორმაზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველო, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, აქტიურად ახორციელებს. სტამბოლში გამართულ, მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებაზე კონგრესის მონაწილეებს თურქეთის პრეზიდენტმა მიმართა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ვიდეომიმართვაში, დელეგატებს, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აქცენტი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე გააკეთა. ღონისძიებაში მონაწილეობას 21 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები და ხელმძღვანელი პირები იღებენ. კონგრესში, საქართველოდან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)