|
2023-10-17 16:48:12, 518 ნახვა
საზოგადოება
ბურჭულაძე - თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს ნატოსთან თანამშრომლობას და არსებული პოლიტიკური ფორმატებისა და პრაქტიკული მექანიზმების ეფექტურ განხორციელებას
„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საერთაშორისო პარტნიორებთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვისა და და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის როლი უფრო გაიზრდება. „ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებისა და საბოლოოდ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით, ყველა არსებულ მექანიზმს ვიყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ნატო ჩვენი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის უალტერნატივო ალიანსია. ამიტომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ნატოსთან თანამშრომლობასა და არსებული პოლიტიკური ფორმატებისა და პრაქტიკული მექანიზმების ეფექტურ განხორციელებას. თავდაცვის სამინისტრო ასევე მაქსიმალურად არის ჩართული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიღწევის გზაზე სხვადასხვა მექანიზმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და დეპუტატებს თანამშრომლობის ფორმატებსა და პრაქტიკულ ინსრუმენტებზე, მათ მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა. ალიანსთან თანამშრომლობის პროცესში, მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებით განხორციელებასა და ნატოს ეგიდით მიმდინარე სწავლებებსა და ოპერაციებში ჩვენი ქვეყნის კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება. ბურჭულაძის თქმით, ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა, აფრიკის კონტინენტზე ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში ერთობლივი მონაწილეობა, 2021 წლიდან ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში ევროკავშირთან აქტიური თანამშრომლობა. „წარმატებით მიმდინარეობს ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის უმთავრესი მექანიზმის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულება და მასში გაწერილი ინიციატივების ეფექტურად დანერგვა. აღნიშნული მექანიზმი ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის უდიდესი პროექტია პარტნიორ ქვეყნებთან არსებული პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმებს შორის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დინამიკას“,- დასძინა თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)