|
2023-10-17 15:28:36, 547 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის პროექტი გაზაფხულზე დასრულდება
დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. მიმდინარე სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა მოადგილესთან ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ცენტრში სხვადასხვა ტიპის სივრცეები მოეწყობა. „დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ვხედავთ, თუ რამხელა მასშტაბია. ამ პროექტით გათვალისწინებულია ყველა სივრცე ვარჯიშისა და დასვენებისთვის. აქ არის კალათბურთის, ფეხბურთისა და საჭიდაო დარბაზები, ტანვარჯიშისა და ტრენაჟორებისთვის გამოყოფილია შესაბამისი სივრცეები, ორი დიდი აუზი - პატარებისა და ზრდასრულებისთვის. ეს ჩვენი დაპირება იყო. აქვე ფეხბურთის ფედერაციას განხორციელებული აქვს ძალიან კარგი პროექტი - საფეხბურთო ცენტრი, რომელსაც გარკვეული მოწინააღმდეგეები ყავდა, თუმცა ხედავთ, რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში ძალიან კარგი გამოვიდა. ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, გამოიყენოს ეს სივრცე, რომელიც გაზაფხულზე უკვე დასრულებული იქნება. დარჩენილია წვრილმანი სამუშაოები, რომელიც გაზაფხულამდე დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ. დარბაზებისა და აუზების გარდა, ცენტრში ასევე განთავსდება კრივის რინგი, ხმის ჩამწერი სტუდია, კაფე, სპორტული ინვენტარის მაღაზია, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა, სახელოვნებო სკოლა, საკონფერენციო დარბაზი და სამაგიდო თამაშების სივრცე. ცენტრს ასევე აქვს მიწისქვეშა პარკინგი. დედაქალაქის მერთან და მერის მოადგილესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)