|
2023-10-17 14:17:46, 518 ნახვა
საზოგადოება
ბენქსი: ლეგენდის დაბადება - გამოფენის მხარდამჭერია SOLO X და VISA
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის 5 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში პირველად ბენქსის საერთაშორისო გამოფენა - „ბენქსი: ლეგენდის დაბადება,“ სტივ ლაზარიდისის კურატორობით გაიმართება. პროექტის მხარდამჭერები არიან SOLO X და VISA. გამოფენა ფართო აუდიტორიისთვის 18 ოქტომბერს გაიხსნება და 14 თებერვლამდე დარჩება თბილისში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში აღიარებული, ლეგენდარული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის - ბენქსის შემოქმედებითი გზა ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე. ექსპოზიცია შედგება გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალისგან, ასევე კერძო კოლექციებში არსებული ბენქსის ორიგინალი ნამუშევრებისგან. ამასთან, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი ქუჩის ხელოვანების მიერ მუზეუმის კედელზე შესრულებული ნამუშევრებიც, ელენე კაპანაძის კურატორობით. გამოფენაში მონაწილე არტისტები არიან გაგოშა, მიშიკო სულაკაური, სემიჩკა, კოსკა, SICK ‘N TIRED. “ეს კონკრეტული მოგზაურობა ბენქსისთან ერთად მუშაობის 11 წელიწადს ეხება, როცა მე მისი ფოტოგრაფი, დოკუმენტალისტი, მძღოლი, აგენტი, მენეჯერი და ყველაფერი ვიყავი. ბენქსის პირველად 1997 წელს შევხვდი, როდესაც ის იწყებდა მუშაობას, როგორც ახალგაზრდა უცნობი გრაფიტის არტისტი ბრისტოლიდან. ამ გამოფენაზე ნახავთ ბენქსის მიერ განვლილ სრულ გზას. დაათვალიერებთ მის ხელოვნებას ორი პერსპექტივიდან - ჩემ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფოტოებს, რომლებიც შეგიქმნით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ საიდან მოვიდა ის, როგორ დაიწყო ყველაფერი და, ასევე, ნახავთ ორიგინალებს, რომ გაჩვენოთ, რამდენად გასცდა ბენქსი საზღვრებს და რამდენად უსწრებდა დროს. ნელ-ნელა, დათვალიერებისას, თავად მიხვდებით, თუ რატომ გააღმერთა იგი ხელოვნების სამყარომ და როგორ იქცა ვანდალი არტისტი საკულტო ფიგურად”, - აღნიშნავს სტივ ლაზარიდისი. საერთაშორისო მასშტაბის პროექტი - ბენქსის გამოფენა, ცხადია, ჩვენთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ამ გამოფენას რამდენიმე მიზანი აქვს: ადგილობრივი დამთვალიერებელი მუზეუმის მეხუთე დაბადების დღეზე ნახავს იშვიათ ექსპოზიციას და გაიცნობს ლეგენდას. გარდა ამისა, ამ გამოფენით მუზეუმი მხარს უჭერს ქართულ სტრიტ არტს. ჩვენი მიზანია, რომ თბილისი ხელოვნების მსოფლიო რუკაზე მოინიშნოს - ამ მასშტაბის გამოფენამ ქვეყანაში შესაძლოა ტურისტული ნაკადიც მოიზიდოს“, - აღნიშნავს მუზეუმის გუნდი. „SOLO კულტურული პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში მსოფლიოში აღიარებული არტისტის - ბენქსის ნამუშევრების გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებას, იხილოს როგორც ბენქსის ორიგინალი ნამუშევრები, ასევე სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალა, გაეცნონ ბენქსის შემოქმედებით გზას და გახდნენ მსოფლიო გამოცდილების ნაწილი. ჩვენი მხარდაჭერით საქართველომ უკვე მრავალ საერთაშორისო არტისის გამოფენასა თუ ღონისძიებას უმასპინძლა. ჩვენი ინიციატივების მიმართ მუდმივად მზარდი ინტერესი კი გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნავს ეთერ ირემაძე, "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)