|
2023-10-09 12:04:53, 677 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მსოფლიო ენოტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე მსოფლიო ენოტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტს, ჟიზე ანტონიო ვიდალს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ენოტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. „საქართველო ღვინის ქვეყანაა, რომელსაც 8000 წლიანი ისტორია აქვს. ჩვენ ამ ისტორიას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, ვმუშაობთ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და ექსპორტის გაზრდაზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ტურიზმი მკვეთრი ნაბიჯებით ვითარდება; ტურიზმი და ღვინის წარმოების წარმატებული ინდუსტრია აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას. ნებისმიერ სფეროში, მათ შორის ენოტურიზმის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება განვითარების აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობაა“, - განაცხადა კახა კაკაბაძემ. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ღვინის ხარისხს. ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში ღვინის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. საუბარი შეეხო საექსპორტო პოტენციალის და ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხსაც. „მსოფლიო ენოტურიზმის ასოციაციის ძირითადი მიზანია განვავითაროთ ენოტურიზმი იმ ქვეყნებში, სადაც თანამშრომლობას ვიწყებთ. მთავარია, გავზარდოთ ქვეყნის ცნობადობა. ჩვენ ვეხმარებით როგორც საჯარო და კერძო, ასევე აკადემიურ სექტორს. კონგრესები, შეხვედრები, ტურისტული გამოცდილების გაზიარება - ყველა ამ მიმართულებას მოიცავს ჩვენი ასოციაცია“, - აღნიშნა ჟიზე ანტონიო ვიდალმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ალკალის უნივერსიტეტის წარმომადგენელი მიგუელ გამბა, ესპანურ-ქართული ასოციაციის სავაჭრო პალატის დამფუძნებელი ქეთი გორგილაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორი ვახტანგ წივწივაძე ესწრებოდნენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა კახეთში ქართული ღვინის კომპანიები და მარნები დაათვალიერეს.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)