18:33 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-07 14:33:14, 1023 ნახვა

საზოგადოება
ისრაელში საქართველოს ელჩი მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ლაშა ჟვანია Facebook-ზე წერს.

ჟვანიას თქმით, ღაზას სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის სამხრეთიდან ცენტრამდე გამოაცხადა. 

"შეგახსენებთ განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში, უსაფრთხოების წესებს:

შენობაში ყოფნისას - უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები;

შენობის გარეთ ყოფნისას - იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;

სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.

ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან.

თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება აღნიშნულ ლინკზე https://www.oref.org.il/en?

საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +972526919092;

ან +972 52-8888513

და +972 54-7386813

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას". - წერს ჟვანია.

ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. 

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics