|
2023-10-06 17:50:39, 729 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ახალი ოლიმპიური მუზეუმი გაიხსნა
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, 6 ოქტომბერს თბილისში, ოლიმპიური კომიტეტის შენობაში ახალი ოლიმპიური მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში წარმოდგენილია ოლიმპიზმის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები - ამბები დასაბამიდან დღემდე. მათ შორის, საინტერესო ექსპონატები, ინფორმაციული და ვიზუალური მასალები ანტიკურ და თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტებზე, მის დამფუძნებლებსა და პრეზიდენტებზე, ოლიმპიურ სიმბოლოებსა და ცერემონიებზე, კონტინენტურ და ახალგაზრდულ ოლიმპიურ შეჯიბრებებზე. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ქართული სპორტის ოლიმპიური ისტორია, ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების, პრიზიორების და ოლიმპიური რეკორდსმენების შესახებ. მუზეუმთან ერთად ასევე გაიხსნა ბიბლიოთეკაც, რომელიც დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს ქართული სპორტის მიღწევებს, ოლიმპიადების გამარჯვებულების ისტორიას, მათ მიერ მოპოვებულ ჯილდოებს. ამასთან, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ბიბლიოთეკაში გაიმართება საინტერესო შეხვედრები, პრეზენტაციები, გამოფენები და საიუბილეო ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს მათში სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას. „საქართველოს ბანკი" ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების გენერალური პარტნიორები ვართ. გვახარებს, რომ ჩვენი წვლილიც არის ოლიმპიური მუზეუმის და ბიბლიოთეკის გახსნაში. ოლიმპიური მუზეუმი ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, გაეცნონ ქართული სპორტის ისტორიას, იამაყონ გამოჩენილი სპორტსმენებით და რაც მთავარია, აიმაღლონ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესი. "საქართველოს ბანკი" აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდების მხარდასაჭერად ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი. აღნიშნული პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების მხარდაჭერით ხორციელდება.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)