|
2023-10-06 10:36:51, 947 ნახვა
საზოგადოება
სასამართლომ შსს-ს 20 ივნისს დაშავებული ჟურნალისტისთვის, ეკა აბაშიძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა
2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევისას დაზარალებულმა ჟურნალისტმა, ეკა აბაშიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში დავა მოუგო. აღნიშნულის შესახებ ეკა აბაშიძე "ფეისბუქზე" წერს. აბაშიძის განცხადებით, სასამართლომ შსს-ს 3 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. მისივე თქმითვე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, შეიძლება, გაიწელოს, რადგან სავარაუდოდ, შსს მას გაასაჩივრებს. "ალბათ, გახსოვთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს ორივე მკლავში თითო ტყვია მომხვდა. ადგილზე ვიმყოფებოდი ჟურნალისტის რანგში - იმ პერიოდში ვიყავი საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” რეპორტიორი. დღეს ამ შემთხვევაზე გამოცხადდა გადაწყვეტილება - 3 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩემს საქმეზე მე და საია, რომელიც ჩემი უფლებადამცველია, ვითხოვდით 25 000 ლარს (დიდი მადლობა მათ გვერდში დგომისთვის!). 4 წლის განმავლობაში თითოეულ წინგადადგმულ ნაბიჯს თვეები მიჰქონდა, დაზარალებულადაც შემთხვევიდან, დაახლოებით, 2 წელიწადში მაღიარეს (მადლობა ტელეკომპანია "იმედსაც" ამ კადრის გადაღებისთვის. შსს-ს თითიდან გამოწოვილი მიზეზებით სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა როგორც იქნა გავედით ფინალში. ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილი მაქვს, რომ ამ “თანხის” აღებაზე უარი არ ვთქვა - ბოლობოლო, იმას მაინც მივაღწიეთ, რომ “რაღაცის” აღიარება მოხდა და ამ ქვეყანაში პროპორციულობის გადმოსახედიდან საუბარს უკვე აღარც ვთვლი ადეკვატურად ჩემი მხრიდან. ამ სიტუაციაში ახლა ღიმილისმომგვრელად ის მეჩვენება, რომ უდიდესი შანსია, რომ ამ გადაწყვეტილებას კვლავ თავად შსს გაასაჩივრებს, ისევ აღსრულების გაწელვისთვის. ახსნა-განმარტების დროს სასამართლოზე ვთქვი და აქაც დავწერ - ბევრჯერ მიფიქრია, რომ კიდევ გადავრჩი და მერე დამიფიქსირებია, რომ ეს პარადოქსია - არა, არ "გადავრჩენილვარ", უბრალოდ სხვებთან შედარებით ასე გამოიყურება. დაზარალებული ჟურნალისტების ისევე, როგორც მოქალაქეების საქმეზე კვლავ ველით გადაწყვეტილებას ევროპული სასამართლოდან",- წერს აბაშიძე.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)