|
2023-10-05 11:42:06, 635 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კლერმონ-ფერანის მერიაში, რეგიონული და ნაციონალური მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა საფრანგეთის უმსხვილეს მეცხოველეობის გამოფენას Sommet De L’elevage მიეძღვნა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პრესკონფერენციას ესწრებოდნენ კლერმონ-ფერანის მერი ოლივიერ ბიანჩი, მეცხოველეობის გამოფენის პრეზიდენტი ჟაკ შაზალე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილი. მათივე ცნობით, საფრანგეთში უმსხვილესი მეცხოველეობის გამოფენა „სომე დე ლ ელევაჟი” უკვე 30 წელზე მეტია იმართება. გამოფენას, დაახლოებით, 105,000 ვიზიტორი სტუმრობს მსოფლიოს 90 ქვეყნიდან. მიმდინარე წელს, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2000 საუკეთესო ჯიშის მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. როგორც ოთარ შამუგიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დღეს საქართველო ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია, ქვეყანა ელოდება ევროპელი მეგობრების მხარდაჭერას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. „ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, გვაქვს პროგრესი, რაც აისახა კიდეც გასულ წელს გამოქვეყნებულ ევროკომისიის დასკვნაში. ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირის ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება”, - განაცხადა მინისტრმა. საქართველოში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ საუბრის დროს, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ, აგრარული დარგის ხელშეწყობის ფარგლებში, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია მეცხოველეობის მიმართულების განვითარება. „მოხარული ვარ, რომ საფრანგეთში, მეცხოველეობის გამოფენის ფარგლებში, იმართება კონფერენცია, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი და რომ კონფერენციაში მონაწილეობენ არა მხოლოდ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, არამედ დარგში არსებული ასოციაციები. მადლობას ვუხდი კონფერენციაში ჩართულ პირებს და ორგანიზაციებს. მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, სექტორული ასოციაციების, ბიზნესოპერატორების და ფერმერების ერთობლივი მოქმედება. სწორედ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი ხელშესახები პროგრესის მიღწევა”,- აღნიშნა შამუგიამ. პრესკონფერენციას 20-მდე მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, კლერმონ-ფერანის მერიაში ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ინსტიტუციების, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოფიციალური სტუმრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)