|
2023-10-04 11:38:25, 708 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ „თბილისობის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე „თბილისობის“ მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ღონისძიებების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. თბილისის მერის თქმით, გარდა ამისა, დედაქალაქის მერიას უკვე დაწყებული აქვს მზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის. „გასულ შაბათ-კვირას „თბილისობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. წელს ღონისძიებები საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო. ორბელიანის მოედანი და რიყის პარკი სავსე იყო თბილისელებით და ჩვენი ქალაქის სტუმრებით. ამდენი წელია, დედაქალაქის მერი ვარ და ამდენი ხალხი არ გვახსოვს არცერთ „თბილისობაზე“. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, შემოქმედებით ჯგუფებს, არტისტებს, ყველა მონაწილეს. მადლობა კერძო კომპანიებს, სარესტორნო ბიზნესს, რომლებიც, როგორც წინა წლებში, ამჯერადაც აქტიურად იყვნენ ჩართული სამზადისში. ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული ყველაფერი. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტისთვის მსგავსი ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა თბილისელებს და მის სტუმრებს გართობისა და დასვენების შესაძლებლობა ჰქონდეთ. „უკვე დაწყებული გვაქვს მზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით და ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)