|
2023-10-02 12:46:19, 563 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი ქიმიური ნივთიერებების მართვის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. ბონში გამართულ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ქიმიური ნივთიერებების მართვის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში (ICCM5) მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კონფერენცია, რომელიც გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა გახსნა, „ქიმიური ნივთიერებების საერთაშორისო მართვის შესახებ სტრატეგიული მიდგომის” (SAICM) ფარგლებში გაიმართა. "დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვის, ბირთვული უსაფრთხოების და მომხმარებელთა დაცვის ფედერალურმა მინისტრმა, შტეფი ლემკემ და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) აღმასრულებელმა დირექტორმა, ინგერ ანდერსენმა. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ხაზი გაუსვა ქიმიური ნივთიერების და ნარჩენების გლობალურ დონეზე უსაფრთხო მართვის მნიშვნელოვნებას, ასევე, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და გამოწვევებს. კონფერენციის მთავარი ამოცანა იყო მაღალი დონის დეკლარაციის და „2020 წლის მიღმა“ ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების გლობალური პოლიტიკის ჩარჩო ინსტრუმენტის მიღება, რომელიც მიზნად ისახავს ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული გამოწვევების გადაჭრას. სოლომონ პავლიაშვილმა კონფერენციის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიებშიც მიიღო მონაწილეობა. მინისტრის მოადგილემ საქართველოს მიერ ქიმიური ნივთიერების და ნარჩენების მართვის მიმართულებით ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან კანონმდებლობის ჰარმონიზების კუხით გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ საქართველო მონაწილეობს „ქიმიური ნივთიერებების საერთაშორისო მართვის შესახებ სტრატეგიული მიდგომის” (SAICM) განხორციელებაში. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, „ვერცხლისწყლის შესახებ“ მინამატას კონვენციის აღმასრულებელმა მდივანმა მონიკა სტანკევიჩმა სოლომონ პავლიაშვილს და ქართული დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ მინამატას კონვენციის რატიფიკაციისთვის. კონფერენციის მაღალი დონის სეგმენტის საბოლოო პლენარულ სესიაზე შეჯამდა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიები და წარმოდგენილი იქნა ანგარიში, რომელშიც აღინიშნა „ქიმიური ნივთიერებების საერთაშორისო მართვის შესახებ სტრატეგიული მიდგომის” (SAICM) განხორციელებაში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)