|
2023-09-28 12:58:47, 691 ნახვა
საზოგადოება
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მდგრადი სარგებლობის უზრუნველსაყოფის საკითხები კონფერენციის ფორმატში განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მდგრადი სარგებლობის უზრუნველსაყოფის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მონაწილეებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, მათ შორის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობები: სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა, თევზჭერის კონცეფციის შემუშავება და სხვა განიხილეს. „ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების მიმართულებით, ჩვენს ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც გულისხმობს როგორც დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებას, ისე ეროვნული და ჩარჩო კანონმდებლობის განვითარებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბიომრავალფეროვნების ახალი კანონპროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნების დაცვას ემსახურება და ასოცირების შეთანხმების შესაბამისად შევიმუშავეთ, დასკვნით ეტაპზეა", - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა. როგორც საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ევა ატერლოვ ფრისელმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილების ფონზე, ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება ჩვენი დროის ყველაზე დიდი გამოწვევაა. „კლიმატური ცვლილების პირობებში ჩვენ ვხედავთ ბიომრავალფეროვნების კარგვის ეფექტს, ყველგან, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და მომავალი თაობებისთვის ბუნების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შვედეთის მთავრობა მოხარულია, რომ ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. პროექტი - „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“, რომელიც 2021 წლიდან მიმდინარეობს, ამ თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია”, - განაცხადა ევა ატერლოვ ფრისელმა. კონფერენციას საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. „კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა, რომ სამეცნიერო წრეებთან, დაინტერესებულ პირებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საქართველოს პარლამენტის ჩართულობით ვიმსჯელოთ გარემოსდაცვით საკითხებზე. საქართველოს პარლამენტი მზადაა, ბიომრავალფეროვნების კანონთან დაკავშირებით გამართოს მსჯელობები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ემზადება იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, ქვეყნის შიდა სტანდარტები გამართოს, მეორე მხრივ, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით გადადგას ამბიციური ნაბიჯები", - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ხატია წილოსანმა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)