23:44 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-25 13:38:28, 589 ნახვა

საზოგადოება
მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ კულმინაციური საველე სწავლებით დასრულდა

მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ კომბინირებული საველე სწავლებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სიმუალაციური სცენარის მიხედვით, მედიაცენტრი საველე პირობებში გაიშალა, საიდანაც მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის შესრულება უწევდათ.

"სცენარით გათვალისწინებული იყო ასევე, ჟურნალისტებისთვის საჰაერო ევაკუაციის ორგანიზება და ჯავშანტექნიკითა და UH-1H ვერტმფრენით გადაადგილებაც. 

მედიის წარმომადგენლებს სწავლების წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და დასავლეთის სარდალმა ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მიულოცეს.

მათ სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნეს და საზოგადოებისთვის თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმირებაში მედიის როლზე გაამახვილეს ყურადღება. 

„ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული სიტუაციების დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს. სწავლების სცენარი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას და კრიზისულ თუ კონფლიტურ სიტუაციებში უსაფრთხოების უნარ-ჩვევების განვითარებას ითვალისწინებს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics