|
2023-09-25 13:04:11, 727 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსი ვილნიუსში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის საბაჟო თანამშრომლობის“ შეხვედრას დაესწრო
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა ვილნიუსში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის საბაჟო თანამშრომლობის“ შეხვედრას დაესწრო. აღნიშნულ ღონისძიებას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 5 ქვეყნისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ფორუმის მიზანია საბაჟო ადმინისტრაციების თანამშრომლობისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის მიმართულებით, დიალოგის ახალი პლატფორმის შექმნა და ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან კიდევ უფრო დაახლოება. შეხვედრების ფარგლებში, გაიმართა დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საერთო სატრანზიტო სისტემების გაფართოების, ასევე ციფრული სერვისების სასწავლო პროგრამების დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე და სხვა. „შეხვედრის მსვლელობისას, შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა, სამსონ ურიდიამ მონაწილეებს, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ, ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა და ევროკავშირის კანონმდებლობის აღსრულების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და ამ მიმართულებით პარტნიორული პლატფორმის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებმა საბაჟო გამშვები პუნქტი ,,მედინინკაი“ მოინახულეს და ლიეტუვას საბაჟო ადმინისტრაციის უფროსთან დარიუს ზვირონასთან ორმხრივი შეხვედრა გამართეს. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის, საბაჟო სფეროში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი, რომელიც მოიცავს, როგორც კანონაღსრულებას, ასევე ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის სისტემებს და სხვა. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა დაადასტურა მზაობა, მომავალშიც მხარი დაუჭიროს პრიორიტეტულ სექტორებში თანამშრომლობას. ამასთან ყურადღება გამახვილდა იმ რისკის პროფილებზე, რომელთა საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, სანქცირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
აშშ-მ ირანისთვის იარაღის მიწოდების დახმარების გამო რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა
Anchorისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
მცირე მარნები ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის სერტიფიცირების საფასურისგან გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)