2023-09-24 18:14:14, 520 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა
![]() 24 სექტემბერი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული დღეა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა, არსებობის მანძილზე, წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს პირველად უმასპინძლა. მემილიონე მგზავრი გერმანიის მოქალაქე, 36 წლის პიტერ გოცინგერი გახდა. გოცინგერი ე.წ. სთრით ფუდის ბლოგერია, საქართველოში პირველად ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად და დაახლოებით, 1 თვით დარჩენას გეგმავს. "ძვირფასო მგზავრებო, დღეს ისტორიის თანამონაწილე ხდებით. ამ ისტორიულ რეისზე, ერთ-ერთი თქვენგანი წელს, ქუთაისის აეროპორტისთვის მემილიონე მგზავრია",- ასე შეხვდა Wizz Air-ის პილოტი ფრანკფურტში ბორტზე ასულ მგზავრებს. ისტორიულ რეისზე, სადაც მემილიონე მგზავრი იმყოფებოდა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ყველა მგზავრს, სპეციალურად მემილიონე სტუმრის ღონისძიებისთვის ბრენდირებული სამგზავრო ბალიშები დაურიგდა, რომელზეც დატანილი QR კოდის დასკანერებისას, მოგზაური გაეცნობა ინფორმაციას, როგორც აეროპორტისთვის ამ მნიშვნელოვანი თარიღის, ასევე იმერეთის რეგიონისა და ქუთაისის ღირშესანიშნაობების შესახებ. ისტორიული რეისის თითოეულმა მგზავრმა ტერმინალში შემოსვლისას სპეციალური კონტენტით შექმნილი ეკრანების გვირაბი გაიარა, სადაც მოისმინეს ინფორმაცია როგორც ქუთაისის აეროპორტისთვის ისტორიული რეისის მნიშვნელობის, ასევე საქართველოს, იმერეთის რეგიონის სტუმარ-მასპინძლობის შესახებ. რეისის განსაკუთრებულ სტუმრებს საპასპორტო კონტროლის გავლისას მემილიონე მგზავრის ღონისძიებისთვის შექმნილი ბრენდირებით პეტრე ოცხელის "მფრინავი მღებავის“ პასპორტის ჩასადებები დაურიგდათ. ღონისძიების მთავარი ნაწილი კი, ბარგის გაცემის სივრცეში გაიმართა, სადაც მემილიონე მგზავრი გამოვლინდა: საბარგო ლენტზე სპეციალურად, მემილიონე მგზავრისთვის - გერმანელი პიტერ გოცინგერისთვის დაბრენდილი ჩემოდანი გამოჩნდა, რომელშიც აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სხვადასხვა საჩუქარი იდო, მათ შორის, სამოგზაურო ვაუჩერი ღია თარიღით, რომლის მეშვეობითაც, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეძლებს მოგზაურობას, ასევე, სხვადასხვა ქართული წარმოების პროდუქტი და ავიაკომპანია Wizz Air-ის ვაუჩერი, ასევე, ნებისმიერი მიმართულებით. ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა საგანგებოდ ამ დროს მრავალჟამიერი შეასრულა. ისტორიულ მგზავრს ადგილზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საზეიმო ვითარებაში დახვდნენ. მემილიონე მგზავრის მიღებასთან დაკავშირებით, საღამოს 18:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერასაზე ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატური კორპუსის, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წარმომადგენლები და აეროპორტის ვეტერანი თანამშრომლები, რომლებსაც ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის სახელით ავიაციის ისტორიაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის სპეციალური სიგელები და მედლები გადაეცემათ. ტერასაზე გაიმართა ასევე აეროპორტის საიმიჯო ვიდეორგოლის პრეზენტაცია, სადაც კომუნიკაციაში პირველად იქნება შემოტანილი ქუთაისის აეროპორტის 70-წლიანი ისტორია, რომ ქუთაისის აეროპორტი არის რეგიონში მიზიდულობის ცენტრი და ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული სტუმრებისთვის ქართული მოგზაურობის საწყისი წერტილი, რომელიც ხელს უწყობს იმერეთის და დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ეს მრავალწლიანი ისტორიის მქონე აეროპორტი პირველად, წლის ჭრილში, მასპინძლობს მემილიონე მგზავრს და წლის ბოლომდე მილიონ ნახევარ მოგზაურს მოემსახურება. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
საგარეჯოში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
Reuters - „მოსადმა“ კატარში ზავის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები გამართა
ცაგარეიშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე - მოსვენებას არ აძლევს ის, რომ მხილებული იყო კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში
ზელენსკი - ვაანალიზებთ ყველა შესაძლო სცენარს 2024 წლისთვის, ცვლილებები საჭიროა
|
ომი უკრაინაში![]() ზელენსკი - ვაანალიზებთ ყველა შესაძლო სცენარს 2024 წლისთვის, ცვლილებები საჭიროა
![]() უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული მართვადი რაკეტა და 10 დრონი გავანადგურეთ
![]() უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 331 110-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|