|
2023-09-22 10:36:51, 599 ნახვა
საზოგადოება
სენაკში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით, სენაკში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სწავლებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა უკვე მეშვიდედ მასპინძლობს. „ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული სიტუაციების დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს. სწავლების სცენარი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას და კრიზისულ თუ კონფლიტურ სიტუაციებში უსაფრთხოების უნარ-ჩვევების განვითარებას ითვალისწინებს. შესაბამისად, სწავლების სცენარის პრაქტიკული ელემენტებიც აღნიშნული მიმართულების გამოყენებას და განვითარებას მოიცავს. წელს „ღირსეულ პასუხში“ ტელევიზიების, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოების, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ხუთი დღის განმავლობაში სწავლებაში მონაწილეებს მე-2 ქვეით ბრიგადაში სამხედრო წესების დაცვით უწევთ ცხოვრება - დილის ვარჯიში, კვება „ჯარისკაცის“ ულუფით, ცხოვრება ყაზარმებში და გადაადგილება ახალი ლოჯისტიკური საშუალებებით “MAN” და ქართული, სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული დიდგორებით. სწავლების პრაქტიკული ფაზის აღსრულების პროცესში ისინი ქართული, სსსტც „დელტას“ წარმოების სამხედრო ჩაფხუტებითა და ჟილეტებით ისარგებლებენ. სწავლების პრაქტიკული ნაწილის აღსრულებაში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი და კომპონენტი, ასევე მძიმე ჯავშანტექნიკა და ავიაციაა ჩართული. სწავლების საწყის ეტაპზე მედიის წარმომადგენლებს სალექციო კურსი და პრაქტიკული მეცადინეობები საინჟინრო მომზადებაში, პირველად სამედიცინო დახმარებაში, კიბერუსაფრთხოებასა და თვითგადარჩენის მიმართულებით, ასევე კრიზისული სიტუაციების პროფესიონალურად და ეფექტიანად გაშუქების უნარ-ჩვევების განვითარებაში უტარდებათ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)