|
2023-09-22 10:21:02, 519 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში მატარებენ, რადგან პროექტები ტრანსპორტის შეფერხებასაც იწვევს, მაგრამ ხვალ მომავალი თაობები მადლობას გვეტყვიან
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გადაადგილების შეფერხებას იწვევს, როგორც კერძო ავტომანქანების მოხმარების მაღალი მაჩვენებელი, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩაკეტილი ქუჩები. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ხშირად აკრიტიკებენ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და ამის გამო ქუჩების ჩაკეტვისთვის, რაც ბუნებრივია ქმნის ე.წ. საცობს, თუმცა, ეს ყველაფერი კეთდება ქალაქის განვითარებისთვის. „დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად გაზრდილია. პიკის საათებში, დაახლოებით, 640 000 ავტომანქანა გადაადგილდება მაშინ, როდესაც 2014 წელს 180 000 გადაადგილდებოდა. ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. თბილისის მოსახლეობის დაახლოებით, 47%-ს ჰყავს კერძო ავტომანქანა, მაგრამ გამოყენება არის საკმაოდ მაღალი - 97%-იანი. ჩნდება კითხვა, თუ რა უნდა დავუპირისპიროთ ამას? - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მოწესრიგება, მეტი საავტობუსო ზოლის შექმნა. რა თქმა უნდა, ქალაქში გადაადგილებას ხელს უშლის დიდი გამზირებისა და ქუჩების რეაბილიტაცია და ჩაკეტვაც. იცით, რომ სხვანაირად პროექტებს ვერ განვახორციელებთ, მიწისქვეშა კომუნიკაციებს თუ არ მოვაწესრიგებთ და ყველაფერს თუ არ განვაახლებთ. ხალხი ხშირად სვამს კითხვას, როდის გვეშველება და დამთავრდებაო. წერეთლის გამზირსა და უნივერსიტეტის ქუჩას რომ დავასრულებთ, შემდეგ გასაკეთებელია ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის გამზირები, ცენტრალური ქუჩები. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ამ მიმართულებას ყურადღებას არავინ აქცევდა. მესმის, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მხვდა წილად, ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში მატარებენ, მაგრამ ამის პრობლემა არ მაქვს. მთავარია გავაკეთოთ, რადგან ხვალ მომავალი თაობები გვეტყვიან მადლობას იმ გაკეთებულ პროექტებზე, რომელსაც დედაქალაქის მერია და აქ მომუშავე ადამიანები ახორციელებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში დაწყებულია საავტობუსო ზოლების მოწყობა და ახლო მომავალში მოხდება 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. „გარკვეული მონაკვეთები გვაქვს, სადაც წრე უკვე შეკრულია. მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილის გამზირი და აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი გადაადგილება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რათა უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ და დღეს, რაც გვაქვს პრობლემა - გადაჭედილი ავტობუსები, მოცდის დრო, ეს მოვაწესრიგოთ. ყველაფერი ჯაჭვურად არის ერთმანეთთან კავშირში. ქუჩებზე სამუშაოები მიმდინარეობს და გადათხრილია. ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხებასაც იწვევს. გვესმის, რომ ეს პრობლემაა, მაგრამ უარი რომ ვთქვათ იმ სამუშაოების წარმოებაზე, რომელსაც ვაკეთებთ, საქმე ნახევრად გაკეთებული იქნება და უფრო მეტ კრიტიკას დავიმსახურებთ. რადგან ვაკეთებთ და ვიღებთ პასუხისმგებლობას, სჯობს ისე გავაკეთოთ, რომ ამ ინფრასტრუქტურამ ათეულ წლებს გაუძლოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)