|
2023-09-20 11:41:31, 519 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა
ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტთა საწვრთნელი პირველი ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო ფიცი დადეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, რეკრუტებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა და საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. „ვულოცავ რეკრუტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს წვრთნა, დღეს დადეს ფიცი და შეუერთდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს. სიმბოლურია, რომ ეს ცერემონია ცენტრის დაარსების ათი წლისთავს ემთხვევა. როგორც იცით, ეს ცენტრი ატარებს გმირის სახელს, ზაზა ფერაძის, რომელიც არის საქართველოსთვის თავდადების, თანამებრძოლის ერთგულების ნათელი მაგალითი და დარწმუნებული ვარ, თქვენც ანალოგიური ღირებულებების მატარებლები იქნებით“,- აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ. „რეკრუტებს ფიცის დადება მიულოცეს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ. რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადება უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრში ათი კვირის განმავლობაში გაიარეს. მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და საერთო საჯარისო წესდებები შეისწავლეს. დღეიდან ისინი სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან. ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსთვის თავდადებული“ და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“, ნაწილს კი, სამსახურებრივი მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულებისათვის საპატიო სიგელები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)