00:09 - 24 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 10:31:40, 439 ნახვა

საზოგადოება
სვენია გუნტერი - ღვინის ტურები არის კარგი შესაძლებლობა, გავრცელდეს ინფორმაცია ქართული ღვინის კულტურის შესახებ

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით, საქართველოს გერმანიიდან ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები სტუმრობდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტურების ფარგლებში, სტუმრები კახეთსა და ქართლში, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებში იმყოფებოდნენ, სადაც ქართულ ღვინოებს და ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს გაეცნენ. ტურის მონაწილეების შთაბეჭდილებები და შეფასებები გერმანულ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე ვრცელდება, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე.

„ასეთი ტურები, ჟურნალისტებთან, ინფლუენსერებთან და ბლოგერებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის შესაძლებლობა, გავრცელდეს ინფორმაცია ქართული ღვინის კულტურის შესახებ. ჟურნალისტები მომხმარებლებისთვის ქართული ღვინის შესახებ სხვადასხვა სტატიას დაწერენ, ინფლუენსერები აქვეყნებენ ამის თაობაზე ბლოგებსა და ინფორმაციას სოციალურ ქსელში. მათ გამომწერებად ახალგაზრდების დიდი ჯგუფი ჰყავთ. ჯგუფის წევრები არიან ჟურნალისტებიც, რომლებიც ზოგჯერ ისეთი მედია საშუალებისთვის წერენ, რომელსაც, შესაძლოა, შედარებით ასაკოვანი მომხმარებელი კითხულობს და, მეორე მხრივ, ინფლუენსერები, რომლებიც უფრო ახალგაზრდებისთვის აკეთებენ ამას“, - აღნიშნა “ff.k Public Relations”-ის კონსულტანტმა სვენია გუნტერმა.

უწყების ცნობითვე, გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი.

„ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიური ღონისძიებებით გრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე - გახარიას მაგალითი არის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც აჩვენებს, რამდენად დაუშვებელია რომელიმე აგენტის ძალაუფლებასთან გაკარება
ანკარაში, ტერაქტის შედეგად. დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა 22
კობახიძე - დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, სალომე ზურაბიშვილმა - ინერვიულონ, ჩვენ შეგვიძლია, ცივი წყალი გავუგზავნოთ
მამუკა მდინარაძემ თბილისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მოქალაქეებს მიმართა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics