|
2023-09-18 16:55:04, 940 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტაქსი BENE EXCLUSIVE იქნება
7 ოქტომბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ახალი სერვისი დახვდებათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ კომპანია BENE EXCLUSIVE-თან აეროპორტის ოფიციალური ტაქსის მომსახურებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა. „კომპანია აეროპორტის მგზავრებს Kia-ს და Toyota-ს ფირმის ეკოლოგიურად სუფთა, უახლეს ჰიბრიდულ ავტომობილებს, დაზღვეულ მგზავრობასა და ფიქსირებულ ტარიფებს სთავაზობს. ავტობუსების შემდეგ, აეროპორტი თავის მგზავრებს ტაქსის ოფიციალურ სერვისს სთავაზობს, რომელიც მთლიანად მგზავრის კომფორტზე უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. ქართული კომპანია BENE EXCLUSIVE მომსახურებას ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ონლაინ ჯავშნების სახით და ადგილზე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში შესთავაზებს. ოფიციალური ტაქსით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფიქსირებულ ფასში (ზედა ზღვრის გათვალისწინებით) შეეძლებათ. ხოლო საქართველოს სხვა მიმართულებით კილომეტრაჟის მიხედვით. რაც ქუთაისის აეროპორტს მგზავრებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის. დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას ტელეფონის ნომერზე: 032 052 100 ან ვებგვერდზე www.flytaxi.com BENE EXCLUSIVE საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მის ავტოპარკში 150 ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილია წარმოდგენილი“,- აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)