|
2023-09-10 15:08:08, 1057 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია - მდინარე მაგანას აუზზე მეწყრული პროცესების ჩასახვა არ ფიქსირდება
მდინარე მაგანას აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. აღნიშნულ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მდინარის კალაპოტში ასევე არ არის ნაკადის შეგუბების კვალი. "დღეს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოხდა მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის დათვალიერება ვეტმფრენის საშუალებით. დათვალიერებისას, მდინარის აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. ასევე უშუალოდ მდინარის კალაპოტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის. სპეციალისტების განმარტებით, მდინარის დონის კლება გამოწვეული უნდა იყოს სეზონური წყალმცირობით. ამ ეტაპზე საშიშროების რისკი მინიმალურია. 112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე, სპეციალისტებმა ასევე დაათვალიერეს მესტიაჭალას ხეობა. მოქალაქეები მესტიაჭალას ხეობაში მდინარის ნაკადის კლების გამო ტერიტორიის შეწავლას ითხოვდნენ. ხეობის დათვალიერების შემდეგ სპეციალისტები განმარტავენ, რომ ტერიტორიაზე საფრთხე არ არის. შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებდა. პირველივე დღეს, ადგილზე სიტუაციის გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსთან და წალენჯიხის მერთან ერთად იმყოფებოდა. პირველივე დღესვე მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება, ამინდის გამოსვლისთანავე კი, ხეობის დათვალიერება შსს-ის ვეტმფრენით მოხერხდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, პროცესში ჩართული იყო და სამუშაოებს კოორდინაციას უწევდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული",- ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
GASOLINE - Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან - საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე
ეროვნული ბანკი სესხების გაცემის წესი გამკაცრებას „მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით“ ხსნის
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)