17:34 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-06 17:51:53, 732 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს - არგიშტი კიარამიანს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას სხვადასხვა მიმართულებით.

"ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულია აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ქართული მხარისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე. ვახტანგ გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მზადაა სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება",- აღნშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics