|
2023-08-21 16:50:25, 580 ნახვა
საზოგადოება
ახალციხის მუნიციპალიტეტში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციით გათვალისწინებული მიდგომების დანერგვა დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციით გათვალისწინებული მიდგომების დანერგვა დაიწყო,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები და კონცეფციის ახალი მიდგომების დანერგვის ამოცანები მხარეებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. „მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებთან შეხვედრას მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტირინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) დირექტორი სოფო ახობაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი ესწრებოდნენ. საძოვრების მდგრადი მართვის სისტემის დასანერგად, პირველ ეტაპზე, განხორციელდება საქართველოში არსებული საძოვრების ფართობის განსაზღვრა, დეგრადაციის ტენდენციის შეფასება და სათიბ-საძოვრების იდენტიფიცირება; ასევე, საძოვრების ზონირება სოფლის საძოვრებად, ზამთრის საძოვრებად, ახლო და შორეულ ზაფხულის საძოვრებად და ზონირების შესაბამისი რუკების შედგენა. ზონირების მიხედვით დადგინდება, თუ რომელი საძოვრები გადაეცემა სოფლის მაცხოვრებლებს საერთო სარგებლობის რეჟიმით და რომელი გაიცემა იჯარით. ზემოაღნიშნულის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე გადამოწმდა მიწის ის ნაკვეთები, რომლებთაც, ძველი მიწათსარგებლობის გეგმების მიხედვით, საძოვრის კატეგორია ჰქონდათ მინიჭებული; განხორციელდა მათი ადგილზე დათვალიერება და შეფასება სხვადასხვა მაჩვენებელზე. საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოსაყალიბებლად, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავდა. ახალმა მიდგომებმა უნდა უზრუნველყოს საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენცია და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)