|
2023-08-15 10:48:37, 748 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, რუსთავის ჭალის ტყის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და განვითარების საკითხები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მასში შემავალი შესაბამისი უწყებების, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, რუსთავის ჭალის ტყის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და განვითარების ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერების საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ჭალის ტყეების სტატუსისა და მისი მართვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხები, ასევე, პროექტის ფარგლებში, რუსთავის ჭალის ტყის განვითარებისთვის დაგეგმილი საქმიანობები. უწყების ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების, რომელთა უშუალო კომპეტენცია და ვალდებულებაა რუსთავის ჭალის ტყის განვითარების პროცესში ჩართვა, სრულ ინფორმირებულობას პროექტით გათვალისწინებული პროცესისა და შედეგების შესახებ. პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ შვიდი ძირითადი კომპონენტიდან, ჭალის ტყის აღდგენა და განვითარება მე-2 კომპონენტია, რომლის ერთ-ერთი მიზანი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რუსთავის ჭალის ტყის მართვა და განვითარებაა. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, რუსთავის მოსახლეობისა და ქალაქის ვიზიტორებისთვის ისტორიული მნიშვნელობის სტრატეგია და გეგმა შემუშავდა, რომელიც უნიკალური ჭალის ტყის აღდგენას, განვითარებას და კონსერვაციას გულისხმობს. რუსთავის ჭალის ტყეების გამორჩეული ეკოსისტემის მდგრადი მართვა, წინაპირობაა ბიომრავალფეროვნების აღდგენის, ქალაქის მოსახლეობის სუფთა ჰაერითა და რეკრეაციული სივრცეებით უზრუნველსაყოფად", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა. როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, ქალაქ რუსთავში იწყება ჭალის ტყის აღდგენა. ჭალის ტყე, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებშია მოქცეული, მნიშვნელოვანი რესურსია ქალაქ რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. „90-იან წლებში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, ჭალის ტყეს სერიოზული ზიანი მიადგა. მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, შემუშავდა რუსთავის ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი, რომელიც ჭალის ტყის განვითარების დეტალურ გეგმას მოიცავს. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ასევე აუცილებელია გავერთიანდეთ ქ. რუსთავის მოსახლეობა და ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც ჩვენი ქალაქის და ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება პრიორიტეტულია", - აღნიშნა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)