15:11 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-12 14:27:53, 831 ნახვა

საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო - მდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ამ ეტაპზე საფრთხის შემცველი არ არის

გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, განვითარებულ ქვათაცვენის ფაქტს გამოეხმაურა.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები, რომლებიც ამ ეტაპზე საფრთხის შემცველი არ არის.

"ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ მდ. ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ღამით შოვში, სტიქიის ზონაში ქვათაცვენის გამო სამაშველო სამუშაოები დროებით შეწყდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics