|
2023-08-11 11:39:07, 842 ნახვა
საზოგადოება
ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო
ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო. ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ადგილზე გაეცნო. ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები, ჯამში, 98 000 ჰა ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოებზე ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის ფარგლებში მომზადებული 20 მეტყევე-ტაქსატორია დასაქმებული. ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე მომზადდება ტყის მართვის ათწლიანი გეგმები. „ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების უწყვეტობისა და ქვეყანაში შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, სპეციალური პროგრამის ფარგლებში, 45-მდე ახალგაზრდა მეტყევე სპეციალისტი გადაამზადა. ამ მიმართულებით სააგენტო მუშაობას აგრძელებს. წელს ინვენტარიზაციის სამუშაოებზე, დამატებით, 20 მეტყევე-ტაქსატორი დავასაქმეთ“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ. მნიშვნელოვანია, რომ სატყეო სამეურნეო საქმიანობის სწორად და ეფექტიანად წარმართვისთვის, აუცილებელია, ტყის მართვის ათწლიანი გეგმების შემუშავება. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, 2023 წელს, ჯამში, 228 000 ჰა ფართობზე ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები თიანეთის, ყვარლის, თელავის, დედოფლისწყაროს, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება. სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის, შვეიცარიის და საქართველოს მთავრობების მიერ დაფინანსებული პროექტის – ECO Georgia ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)