2023-08-05 17:58:10, 1012 ნახვა
საზოგადოება
შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ადამიანის ცხედრიდან 7 იდენტიფიცირებულია
შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ადამიანის ცხედრიდან 7 იდენტიფიცირებულია, - აღნიშნულის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 21 ადამიანს კვლავ ეძებენ.
"ამ დროისთვის 7 ცხედარია იდენტიფიცირებული, თუმცა პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებითაც" - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ჩამოწვა.
სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,