|
2023-08-04 17:08:47, 872 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო ბალიშების დიდი არჩევანი “ახალ ხედვაში”
სამედიცინო ბალიშების მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ არასწორი ჯდომით, წოლით ან მგზავრობით გამოწვეული ზურგისა და კისრის ტკივილი. გარდა ამისა, მისი გამოყენება ხელს უწყობს სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის დარღვევის, წელის, თავის ტკივილისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების აღმოფხვრას. სამედიცინო ბალიშები არსებობს მრავალი სახის - ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილისა და სამედიცინო პრობლემისათვის განკუთვნილი. ზოგიერთ მათგანს აქვს მრავალფუნქციური და მრავალპოზიციური დიზაინი, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ფიზიკური დაავადებისა და ძილის დარღვევის დროს. კომპანია “ახალი ხედვა” სამედიცინო ბალიშები დიდ არჩევანს გვთავაზობს როგორც ზრდასრულთათვის, ასევე ბავშვებისთის. სამედიცინო ჯგუფის ეს პროდუქცია ანტიბაქტერიული მასალისგანაა დამზადებული და გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს. კომპანია „ ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ცნობილი თურქული ბრენდების - Morsa Cyberg /მორსასა და BERGER/ბერგერის სამედიცინო ბალიშებს სთავაზობს. მორსა/MorsaCyberg - თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. მისი ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში კი სწორედ “ახალი ხედვაა”. კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით 12 მაღაზიით არის წარმოდგენილი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: ● კისრის ორთოპედიული ბალიში - აფიქსირებს თავისა და კისრის მიდამოს. უზრუნველყოფს ძილის დროს ხერხემლის სვეტის სწორ პოზიციონირებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის კისრის კუნთების დაჭიმვას. ● ზურგის ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში და იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ოფისში მუშაობა და საათობით ჯდომა უწევთ. ● საბავშვო ორთოპედიული ბალიში - აფიქსირებს ხერხემალს სწორ მდგომარეობაში. შექმნილია 2 ან 3 წლის ბავშვებისთვის. სასურველი პროდუქტის შეძენა თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე „ახალი ხედვის“ ფილიალებში შეგიძლიათ. ასევე, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შერჩეული სამედიცინო ნივთის შესყიდვა ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი, შეკვეთას კი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს ვადაში მიიღებთ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)