07:09 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-04 11:10:06, 643 ნახვა

საზოგადოება
მაია ბითაძე - დილიდან გეოლოგებმა ტერიტორია დაათვალიერეს, ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს

რაჭაში ერთმანეთს დაემთხვა რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა, რამაც გამოიწვია უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა, დღეს დილიდან, გეოლოგები ადგილზე იყვნენ  გასულები ვერტმფრენით და მოინახულეს ტერიტორია. პირველი, რისი დადასტურებაც შემიძლია, არის ის, რომ განმეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესებმა გამოიწვია ტრაგიკული მდგომარეობა - დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა.

„მინდა მივუსამძიმრო იმ ადამიანების ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები და ასევე იმედი გამოვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ დროისთვის დაკარგულებად ითვლებიან, გამოჩნდებიან და ჯანმრთელები დაუბრუნდებიან  ოჯახის წევრებს. 

დღეს დილიდან, როგორც კი გათენდა, გეოლოგები ადგილზე იყვნენ  გასულები ვერტმფრენით და მოინახულეს ტერიტორია. პირველი, რისი დადასტურებაც შემიძლია, არის ის, რომ განმეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. 

სამწუხაროდ, ერთმანეთს დაემთხვა რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა, რამაც გამოიწვია უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა რაჭაში, ერთმანეთს დაემთხვა უხვი ნალექი, ასევე ის ეროზიული პროცესები, რომელიც კლიმატის ცვლილების პარალელურად ვითარდება სამწუხაროდ მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ასევე ღვარცოფი, მყინვარების დნობა, რომელიც ასევე კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული და მეწყერი. ამ ხუთმა ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესმა გამოიწვია ის კატასტროფული შედეგი, რომელიც დღესდღეობით გვაქვს - ძალიან ტრაგიკული მდგომარეობა, დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაახლოებით ორ კილომეტრამდე ტერიტორია, რომელიც დაახლოებით ხუთ მილიონამდე კუბი ინერტული მასალით არის დაფარული და პრაქტიკულად ყველა მოვლენამ ერთობლივად შექმნა ის საგანგაშო მდგომარეობა, რომელსაც აქტიურად ებრძვის მთელი ქვეყანა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics