08:07 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-03 17:34:18, 792 ნახვა

საზოგადოება
ლომოური - სამინისტროდან მითხრეს, რომ 5 დღეში მწერალთა სახლის დირექტორობის ვადა მეწურება

მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური ამბობს, რომ მას კულტურის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 5 დღეში დირექტორობის ვადა ეწურება.

როგორც ლომოური აცხადებს, სამინისტროს წერილობით აცნობა, რომ ვადის გაგრძელებით დაინტერესებულია.

"გუშინ დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და მითხრეს, რომ 5 დღეში მეწურება მწერალთა სახლის დირექტორობის ვადა. ზოგადად, ვთვლი, რომ სახელმწიფო სექტორი უნდა უფრთხილდებოდეს ისეთ ადამიანებს, ვისაც ასეთი განსაკუთრებული ერთგულება აქვთ თავისი საქმის მიმართ, რადგან ეს სიყვარული ყოველთვის ითარგმნება დიდ ძალისხმევაში და პროფესიონალიზმში.

მაქვს შეგრძნება, რომ მიწევს დავტოვო მშობლიური სახლი, სადაც ჩემს გუნდთან ერთად 12 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე დიდი სიყვარულით და ერთგულებით. განსაკუთრებით ვიამაყებ დავით სარაჯიშვილის და რეპრესირებული მწერლების მუზეუმებით, რომლებმაც მწერალთა სახლი მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერად აქცია; თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალით, რომელმაც უამრავი, საქართველოზე და ქართულ ლიტერატურაზე შეყვარებული ადამიანი შეგვძინა სხვადასხვა ქვეყანაში; მიყვარს და ვგულშემატკივრობ ყველა იმ პროექტს - ლიტერატურულ პრემიას, მწერალთა რეზიდენციას, მთარგმნელობით პროგრამებს, საქართველოს ეროვნულ სტენდებს საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე, მთარგმნელობით სემინარებსა და უამრავ საგანმანათლებლო ლექციას - რომლებსაც დიდი სიყვარულით და ერთგულებით ვაკეთებდი.

ვინც თვალს გვადევნებდით და გვგულშემატკივრობდით, ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა მუდმივი დაძაბულობის ფონზე. არ მახსენდება პერიოდი, როდესაც წყნარად, შევიწროებისა და ფინანსური პრობლემების გარეშე გვეკეთებინა ჩვენი საქმე!

დღეს უკვე მივმართე კულტურის მინისტრს წერილით, სადაც ვაცნობე, რომ დაინტერესებული ვარ ვადის გაგრძელებით",- წერს ლომოური სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics