|
2023-08-02 10:44:45, 712 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 15 წლიანი პარტნიორობა გრძელდება
ბაზისბანკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 15 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება. ბაზისბანკი, წლების განმავლობაში, უზრუნველყოფს ილიაუნის მაგისტრების განათლების დაფინანსებას და ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას ბანკში, სტუდენტების პერსონალური კომპიუტერებით უზრუნველყოფას. ბანკს წვლილი შეაქვს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვაში. ბაზისბანკის მიერ სასტიპენდიო ვაუჩერებით დაჯილდოვდა „ილიაუნის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული ყველაზე მაღალი ქულების მქონე აბიტურიენტები და ამავე საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელები, რომლებიც აშშ-ს „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში“ სასწავლებლად გაემგზავრნენ. 2014 წლიდან - დღემდე, ბაზისბანკი პასკალის პრემიით აჯილდოვებს ახალგაზრდა მეცნიერებს. პასკალის პრემიის მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ყველა იმ ახალგაზრდა მეცნიერს შეუძლია, რომელსაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალ თემატურ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში. ბაზისბანკის ფინანსური კონტრიბუციით, ყოველწლიურად იმართება ილიაუნის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიები. გამონაკლისი არც 2023 წელი იყო და 29 ივლისს, უნივერსიტეტის E კორპუსის ღია სივრცეში, კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და სიტყვით მიმართეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ და საბაკალავრო პროგრამის რამდენიმე კურსდამთავრებულმა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, სიმბოლურად, ქუდების ცაში ასროლით დასრულდა. „ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ახალი თაობისა და განათლების სფეროს მუდმივი მხარდამჭერია. განათლების მხარდაჭერის პრიორიტეტული პროექტების ფარგლებში, უკვე 15 წელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგული პარტნიორი ვართ, რაც გამოიხატება ყოველწლიურად განხორციელებულ ერთობლივ პროექტებში და მომავალშიც არაერთხელ ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით“,- აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)