2023-07-28 21:42:06, 1002 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა გაურკვეველი ვადით გადაიდო
ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა გაურკვეველი ვადით გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია People - Real Estate ავრცელებს.
კომპანია მომხდარის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ მომავალი ღონისძიების თარიღს საზოგადოებას აუცილებლად შეატყობინებს.
"სამწუხაროდ, გატყობინებთ, რომ გამოფენა EXPO-BATUMI 2023, რომელიც თავდაპირველად 29 და 30 ივლისს უნდა გამართულიყო, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით, გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ბოდიშს გიხდით მომხდარის გამო და ღონისძიების ჩატარების თარიღს აუცილებლად შეგატყობინებთ. მადლობთ გაგებისთვის", - წერს People - Real Estate
შეგახსენებთ, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ირაკლი ფირცხალავას კომპანია, People - Real Estate ბათუმში 29-30 ივლისს უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვას გეგმავდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,