11:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-26 14:54:05, 851 ნახვა

საზოგადოება
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 5 635-მა მოქალაქემ მიიღო

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ივლისის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 5 635-მა მოქალაქემ მიიღო, მათგან 3 071 საქართველოს ყოფილი მოქალაქეა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ სადეპუტატო კითხვის პასუხშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის ფედერაციის 2 564 მოქალაქეს მიანიჭა. მათგან 2 530 წარმოშობით საქართველოდანაა, 23 - საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია, ხოლო 11 - წარმატებული პირია სპორტის, მეცნიერების ან ხელოვნების სფეროში და საქართველოს სახელით მოღვაწეობა სურს.

დოკუმენტის მიხედვითვე, ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით 5 პირს, გამარტივებული წესით - 15 პირს, ხოლო სპეციალური წესით 8 პირს მიენიჭა.

"ამას გარდა, საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა 3 071 საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, მათ შორის: საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების გამოყენების საფუძველზე - 3 034 საქართველოს ყოფილ მოქალაქეს. აღნიშნული პირების მოქალაქეობრივი კუთვნილების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს",- ვკითხულობთ დოკუმენტში.

ცნობისთვის, სადეპუტატო კითხვით პრეზიდენტის ადმინისტრაციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics