10:55 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-26 11:26:40, 903 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა და დეტალური დიზაინის შემუშავება იგეგმება

აზიის განვითარების ბანკის (ADB) „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა და დეტალური დიზაინის შემუშავება იგეგმება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, კვლევისა და სამშენებლო სამუშაოების ჩათვლით, მეტროს განახლებისთვის, დაახლოებით, 20 მლნ აშშ დოლარია გამოყოფილი.

„ADB-ის სტანდარტებით გამოცხადებულ კონკურსში გვყავს გამარჯვებული ავსტრიული კომპანია, რომელთანაც ამ დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება. საქართველოში ჩამოდის კომპანიის ხელმძღვანელი, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკთან.

ზემოაღნიშნული კომპანია დაიწყებს კონტრაქტით გათვალისწინებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, რომლისთვისაც განსაზღვრულია 10-თვიანი ვადა. მომსახურების ფარგლებში, კომპანია შეისწავლის 12 მეტროსადგურის გამტარუნარიანობას, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წვდომადობას, მისი გაუმჯობესების მიზნით“,- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, დედაქალაქს  გამართული, მოდერნიზებული და კომფორტული მეტროსადგურები ექნება.

„მეტროს მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებისთვის ასევე, მივიღეთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერა. ამ ორი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის დახმარებით, დედაქალაქს ექნება გამართული, მოდერნიზებული და კომფორტული მეტროსადგურები. როდესაც დავიწყეთ ავტობუსების განახლება, ბევრს ეგონა, რომ ამას ვერ შევძლებდით, რადგან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ცენტრალური ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, სრულად განახლდა ავტობუსების პარკი“,- დასძინა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2027 წლიდან პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება 208 200 ლარი იქნება
Axios: რუბიომ მოითხოვა ირანის დელეგაციის დაუყოვნებლივ გამგზავრება აშშ-დან
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics