|
2023-07-25 13:30:09, 680 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში ჩოგბურთის კორტების მშენებლობა დაიწყო
საბურთალოს რაიონში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის გასხვისდა, თუმცა მუნიციპალიტეტის ამჟამინდელმა მთავრობამ მისი დაბრუნება მოახერხა. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო და კომპანიის წარმომადგენელს, ვის მფლობელობაშიც აღნიშნული ტერიტორია არსებობდა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „ბახტრიონის ქუჩაზე, წლების წინ არსებობდა ჩოგბურთის კორტები, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და უამრავი ადამიანი იყენებდა, თუმცა წინა ხელისუფლების დროს აღნიშნული სივრცე გასხვისდა იმისთვის, რომ საცხოვრებელი კორპუსები აეშენებინათ. ტერიტორიის დაბრუნება მოსახლეობის დიდი თხოვნა და ჩვენი საარჩევნო დაპირებაც იყო. ამიტომ, როგორც კი დედაქალაქის მთავრობაში მოვედით, საკითხზე მუშაობა მაშინვე დავიწყეთ. მოხდა ადგილმონაცვლეობა და ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. შემდეგ გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა, რომ პროცესში ბიზნესის წარმომადგენლები ჩართულიყვნენ და განეხორციელებინათ პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნებოდა სამი კორტის მშენებლობა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა 50-მეტრიანი საცურაო აუზი, განთავსდება დასასვენებელი სივრცეები და საკვები ობიექტი. ჩვენი დაპირება, რომ ჩოგბურთის კორტები თბილისს დაუბრუნდებოდა, შესრულდება. სამუშაოების განხორციელებას, დაახლოებით, 20 თვე დასჭირდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. 2021 წელს გამოცხადებული აუქციონი მიზნად ისახავდა მიწის ნაკვეთზე საჩოგბურთო კორტების აღდგენასა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას - ჯამში, 5 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას. პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე იგეგმება სპორტული კომპლექსის მოწყობა, რაც საჩოგბურთო კორტებთან და საცურაო აუზთან ერთად, ფიტნეს-დარბაზს, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულებისა და სპორტულ კომპლექსთან დაკავშირებულ სივრცეებს მოიცავს. მიმდინარე სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)