11:40 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 12:37:16, 1028 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის  თავდაცვის დეპარტამენტის ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო, რომელიც „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“ პროგრამის 30 წლის იუბილეს  ეძღვნებოდა და მასში მაღალი რანგის სამხედრო პირები, თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები და დიპლომატები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილსა და დელეგაციის წევრებს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის  ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ჯორჯიის შტატის  ეროვნული გვარდიის მეთაურთან, გენერალ-მაიორ ტომას კარდენთან პირისპირ შეხვედრა გამართა. მან ამერიკულ მხარეს მოწვევისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და აშშ-ს შორის  თავდაცვის სფეროში მჭიდრო, წარმატებული თანამშრომლობა, საქართველოს ეროვნული გვარდიისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის განსაკუთრებული პარტნიორობა  ხაზგასმით აღნიშნა.

„გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის კუთხით მიღწეულ პროცესში აშშ-ის ჩართულობასა და  მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე ისაუბრა და ამერიკული მხარის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა.  მხარეებმა საუბრისას ყურადღება ერთობლივი სწავლებების  მნიშვნელობაზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო გლობალური და რეგიონული მასშტაბით უსაფრთხოების გამოწვევებს, შავი ზღვის რეგიონისა და ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს.

აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის  ძალების მეთაური   ეროვნული გვარდიის გაერთიანებული ძალების შტაბსა და გაერთიანებული ოპერაციების ცენტრსაც მოინახულებს; დაგეგმილია ქართული დელეგაციის ვიზიტი რეგიონულ საწვრთნელ ინსტიტუტსა და გვარდიის ქვედანაყოფის  ბაზაზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics