|
2023-07-20 13:53:09, 5457 ნახვა
Lifestyle
ედ შირანს დეტროიტის სცენაზე ემინემი შეუერთდა - ვიდეო
ემინემი და ედ შირანი დეტროიტის სცენაზე ერთად წარდგნენ. ეს რეპერის პირველი საჯარო გამოსვლა იყო მისი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლის შემდეგ. ემინემი შირანის ტურნეს ბოლო კონცერტს შეუერთდა და მასთან ერთად თავისი ორი სიმღერა შეასრულა. „ყოველთვის მიხარია დეტროიტში ჩამოსვლა და სიმღერა” – უთხრა ედ შირანმა აუდიტორიას. შემდეგ კი აღნიშნა, რომ ემინემი მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი არტისტია და თქვა: „ვიფიქრე, იქნებ შემეძლო მისი ერთ-ერთი სიმღერის ქავერის თქვენთვის შესრულება.” და შირანმა ბენდთან ერთად ემინემის ჰიტის Lose Yourself-ის დაკვრა დაიწყო. Სიმღერის დასაწყისის შესრულების შემდეგ კი სცენაზე სიურპრიზად ემინემი გამოჩნდა და სიმღერა განაგრძო. შირანმა ფანებს უთხრა, რომ ემინემი მხოლოდ ერთი სიმღერის შესრულებას აპირებდა. „მე კი ვუთხარი: არ შეიძლება დეტროიტში ჩამოხვიდე და მხოლოდ ერთი სიმღერა იმღერო. გინდათ მეორეც მოისმინოთ?” ამის შემდეგ მუსიკოსებმა ემინემის 2000 წლის ჰიტი Stan იმღერეს, რომელშიც შირანმა Dido-ს პარტია შეასრულა. „მადლობა, ედ. გაფასებ, დეტროიტ. მიყვარხართ!” – მიმართა შირანსა და მაყურებელს ემინემმა სცენის დატოვებამდე. „თქვენი არ ვიცი, მაგრამ ეს მართლაც საოცარი იყო” – თქვა შირანმა, სანამ შემდეგ სიმღერაზე გადავიდოდა. „ეს ისეთი დასამახსოვრებელი საღამოა, არასდროს დამავიწყდება.” ედ შირანი და ემინები წლების განმავლობაში თანამშრომლობენ. შირანი მიწვეული არტისტი იყო ემინემის სინგლში River 2017 წლის ალბომიდან Revival. ემინემი კი ედ შირანის Remember the Name-ში გამოჩნდა 2019 წლის ალბომში No. 6 Collaborations Project.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)